თავში

მილიონერები გადასახადების გაზრდას ითხოვენ

მილიონერები გადასახადების გაზრდას ითხოვენ
მილიონერები გადასახადების გაზრდას ითხოვენ

"მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ სახლის დაკარგვაზე არ ვღელავთ, არც სამსახურის და არც ოჯახის დახმარების შესაძლებლობაზე. გაზარდეთ ჩვენი გადასახადები. გაზარდეთ ჩვენი გადასახადები. გაზარდეთ ჩვენი გადასახადები. ადამიანობა ჩვენს ფულზე უფრო მნიშვნელოვანია”, - ესაა მსოფლოს 7 ქვეყნის 83 მილიონერის მოთხოვნა.

მილიონერები მთავრობებს გადასახადების გაზრდას სთხოვენ.  მათი მიზანი პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის შემსუბუქება და კორონავირუსთან “წინა ხაზზე” მებრძოლი ადამიანების მხარდასაჭერაა.

მილიონერები პეტიციას აქვეყნებენ და მიმართვასაც ავრცელებენ.

“Covid-კრიზისისგან გამოწვეული ზარალი წლების განმავლობაში საგრძნობი იქნება. Covid-19-მა შესაძლოა ნახევარი მილიარდი ადამიანის სიღარიბე გამოიწვიოს. მილიონობით ადამიანი სამუდამოდ დაუსაქმებელი დარჩება. დაახლოებით ერთი მილიარდი ბავშვი უკვე სკოლის გარეშე დარჩა, აქედან უმეტესობას განათლების მისაღებად რესურსიც არ აქვს. საავადმყოფოებში არასაკმარისი საწოლების, პირბადეების და სასუნთქი აპარატების არასაკმარისი რაოდენობა ხაზს უსვამს ჯანდაცვაში არაადეკვატურად ჩადებულ ფულს. ამ ზარალის შემსუბუქება ქველმოქმედებით ვერ მოხერხდება, რამდენიც არ უნდა გაიცეს. თანამდებობის პირებმა უნდა გაზარდონ ფონდები და მათი აზრიანად დახარჯვა უნდა ისწავლონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჯანდაცვის, სკოლების და უსაფრთხოების დაფინანსებას ჩვენზე დაწესებული გაზრდილი გადასახადებით. ძალიან დიდი ვალი გვმართებს იმათი, ვინც ამ პანდემიის დროს წინა ხაზზე მუშაობდა. ამ ადამიანების უმეტესობის შრომა არ არის ადეკვატურად ანაზღაურებული. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შეგვიძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. ასეთი შანსი მეტჯერ აღარ გვექნება," – წერია მილიონერების მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system