თავში

მილიონნახევრიან ხარჯს თსუ ვერ ასაბუთებს

მილიონნახევრიან ხარჯს თსუ ვერ ასაბუთებს
მილიონნახევრიან ხარჯს თსუ ვერ ასაბუთებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,5 მილიონიან ხარჯს ვერ ასაბუთებს. აუდიტის სამსახურმა გამაოქვეყნა სკანდალური დასკვნა, რომელიც ლადო პაპავას რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტის არარაციონალურ ხარჯს უკავშირდება. 

კითხვის ნიშნები გახარჯულ თანხასთან დაკავშირებით 3 მიმართულებით არსებობს: საუბარია ლადო პაპავას მიერ საკუთარ წიგნებზე გადახდილ 24 000 ლარზე,  უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციაში გადახდილ თანხებსა და გრანტზე, რომელიც სამედიცინო კვლევებისთვის გაიცა.

აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის თანახმად, უნივერსიტეტის მიერ დახარჯული სადავო თანხიდან  24 ათასი ლარი ყოფილი რექტორის მიერ საკუთარ წიგნებში გადახდილი ფულია, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ პაპავამ ეს თანხა პირად ანგარიშზე ჩაირიცხა, და ისე იყიდა წიგნები, რომლის საჭიროებაც უნივერსიტეტს არ ჰქონდა. უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ წიგნები სასაჩუქრედ ან ბიბლიოთეკაში დასადებად იყო განკუთვნილი. 

,,სარეაბილიტაციო სამუშაოების შემთხვევაში, საუბარია უნივერსიტეტის მეორე კორპუსზე, ძირითადად გამოიკვეთა არასწორი მეთოდის შერჩევის პრობლემა, რამაც სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. რაც შეეხება გრანტს, უნივერსიტეტის კვლევაზე გაიცა, სადაც ასევე არარაციონალური ხარჯვის პრობლემა ფიქსირდება. კერძოდ, კვლევის ობიექტები იყვნენ ადამიანები, რომლებზეც გარკვეული სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაეტარებინათ. თუმცა, ვერ მოხერხდა იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებზეც კვლევა უნდა ჩატარებულიყო, ხოლო კვლევისთის განკუთვნილი ტექნიკა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გამოუყენებელ, შეფუთულ მდგომარეობაში დახვდათ", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას  უნივერსიტეტში არ ეთანხმებიან. თსუ-მ  საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურმა მათ მიერ გადაცემული ინფორმაციის და მასალების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. 

აუდიტის დასკვნა გამოძიებისთვის პროკურატურას უკვე გადაეგზავნა. არ არის გამორიცხული, პროკურატურამ ყოფილი რექტორი დაკითხვაზეც დაიბაროს. გახარჯულ თანხასთან დაკავშირებით პაპავას  ჯერჯერობით არ გაუკეთებია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system