თავში

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ერობნული ბანკის (სებ) 2020 წლის მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშში.

სებ-ის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 3.9 პროცენტიდან -9.4 პროცენტამდე.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 39.8 პროცენტით შემცირდა და 530.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30.3 პროცენტით შემცირდა.

სებ-ის განმარტებით, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 77.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 58.0 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებდა, რომლის ექსპორტი წლიურად 96.7 პროცენტით შემცირდა და 28.8 მლნ აშშ დოლარს (90.5 მლნ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.6 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის მეორე კვარტალში 361.0 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები გაიზარდა და 6.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (18.7 მლნ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 148.9 მლნ აშშ დოლარი (467.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system