თავში

მიმდინარე კვირაში ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაორმაგდა

მიმდინარე კვირაში ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაორმაგდა
მიმდინარე კვირაში ფულადი გზავნილები აზერბაიჯანიდან გაორმაგდა

12 ივლისის კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 5%-ით გაიზარდა.შემოდინებები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან გაორმაგებულზე მეტია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კი კვლავ ნეგატიურია.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი პირველადაა უარყოფითი ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. 

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში.

შეგახსენებთ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა. საქართველოში გადმორიცხვის ტრანზაქციების მოცულობით რუსეთი კვლავ ლიდერი რჩება.

ივნისში გადმირიცხული თანხის 41.59%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გადმორიცხვები ძირითადად იმ ქვეყნებიდან შესრულდა სადაც ემიგრანტების ქართული დიასპორაა თავმოყრილი. ესაა იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი პოლონეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system