თავში

მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯები 46%-ით გაიზარდა

მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯები 46%-ით გაიზარდა
მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯები 46%-ით გაიზარდა

"თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, 46%-ს გაუტოლდა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა კვირასთან შედარებით.

PMCG-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, ფასების დინამიკა განსხვავდება 3 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის, აგრეთვე საოჯახო სასტუმროებისთვის.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა.

2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 136 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 243 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა ივნისში 81 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 496 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 739 ლარი შეადგინა, თბილისში - 644 ლარი, კახეთში - 470 ლარი, ხოლო აჭარაში - 457 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system