თავში

მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს - სებ-ი

მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს - სებ-ი
მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს - სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მაღალი ინფლაციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი  მიმდინარე წლის საშუალო ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს. 

თუმცა, ამ ფაქტორების უმრავლესობა, თავისი არსით, დროებითია და მათი მილევის შემდეგ, საშუალოვადიან პერიოდში, წლიური ინფლაცია უნდა დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. ამ კუთხით, დამაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა იქცეს გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები, რომელთა მოთოკვის გარეშე ფასების სტაბილურობის ამოცანის შესრულება შესაძლოა, დროში გადავადდეს. სწორედ ამ რისკის თავიდან არიდებას ემსახურება მიმდინარე პერიოდში გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

2021 წლის მე-2 კვარტალი, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი ზრდით აღინიშნა. აღნიშნულში, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტმა შეიტანა წვლილი (შარშან ამ დროს განცდილი მნიშვნელოვანი ვარდნის გამო), თუმცა აქტივობის მიმდინარე დონემ 2019 წლის დონესაც კი გადააჭარბა, რაც, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების ზრდის ფონზე, დაჩქარებული გაჯანსაღების მანიშნებელია. აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით, საბაზო პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 2021 წელს 8.5%-ით გაიზრდება და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოხმარება იქნება, თუმცა ზრდაში დადებით წვლილს ინვესტიციები და წმინდა ექსპორტიც შეიტანს. ეს უკანასკნელი განპირობებულია, საგარეო მოთხოვნის გაჯანსაღების ფონზე, საქონლის ექსპორტის მოსალოდნელი გაუმჯობესებით, საქონლის იმპორტის მცირედ უფრო ნელი ზრდითა (მაღალი იმპორტირებული ინფლაციის ფონზე) და ტურიზმის ექსპორტის ეტაპობრივი აღდგენით. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიწოდების მძლავრი, თუმცა დროებითი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ბუნებრივ დაბრუნებას გაზრდილმა მოლოდინებმა შეიძლება შეუშალოს ხელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივად - დაახლოებით 3 წლის განმავლობაში - აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, საყურადღებოა ინფლაციური მოლოდინების დამატებითი ზრდის რისკი. ამ უკანასკნელის თავიდან ასარიდებლად მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ პოზიციაზე შენარჩუნდება მოკლევადიან პერიოდში და მისი შემდგომი ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება ინფლაციის მოლოდინების შემცირების ტემპზე. საბოლოოდ, ის ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან ნეიტრალურ განაკვეთს, რომელიც, მიმდინარე შეფასებით, 6.5%-ის ფარგლებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system