თავში

მინერალური და წყაროს წყალი ისევ გაძვირდა

მინერალური და წყაროს წყალი ისევ გაძვირდა
მინერალური და წყაროს წყალი ისევ გაძვირდა

2021 წლის აპრილში მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირადა, როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. 2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები  გაძვირდა 1.1 პროცენტით. ამ პროდუქტებზე ფასები 6.1 პროცენტით გაზრდილია 2020 წლის აპრილთან შედარებით. 

წყალი საქართველოში გაძვირდა თებერვალშიც, როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში. 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით მათზე ფასებმა მოიმატა 2.3 პროცენტით, ხოლო წლიურ წრილში, ანუ 2021 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შეადრებით, ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით.

წყალი საქართველოში 5.6%-ით იანვარშიც გაძვირდა. წყლის მწარმოებელი კომპანიებმა მტკნარ და მინერალურ წყალკზე ფასები 3.15%-ით გაზარდეს. ისინი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავების მიზეზად 2020 წელს ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ. კომპანიებს შემოსავლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი გაყიდვებიდან უგენერირდებათ ლარში, ხოლო სესხები აღებული ევროში. მათივე განმარტებით, შესაფუთი მასალების ფასები ფიქსირდება დოლარსა და ევროში. ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ბიზნესს ხარჯი გაუზარდა, შემოსავალი კი, ხშირ შემთხვევაში შეამცირა, ზოგ სეგმენტში იგივე დარჩა, შესაბამისად, ბიზნესმა მილიონობით ლარით იზარალა, ხარჯი გაზარდა ელექტროენერგიის გაძვირებემაც.

ცნობისთვის, მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანიები დენის ფასნამატის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system