თავში

მინიმალური ხელფასი - ჩიხი თუ გამოსავალი?

მინიმალური ხელფასი - ჩიხი თუ გამოსავალი?
მინიმალური ხელფასი - ჩიხი თუ გამოსავალი?

პარლამენტში „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.  

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად გადაიხედება და მის ოდენობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი წინა წლის მესამე კვარტალის საშუალო ხელფასის 45%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშუალუო ხელფასს კი საქართველოში საქსტატი ითვლის.

კანონის ამოქმედებას სპეციალისტები სარისკოდ მიიჩნევენ, რადგან მინიმალური ხელფასის არსებობის პირობებში იზრდება უმუშევრობა. დამსაქმებელი ცდილობს არ გაზარდოს ან მინიმალურად გაზარდოს სახელფასო ხარჯი, რის გამოც კადრების შემცირება უწევს. 

არსებობს ასევე ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის რისკიც. დასაქმებული აღარ დარეგისტრირდება სამსახურში, შესაბამისად დამსაქმებელს მის წინაშე გაზრდილი ვალდებულებები აღარ ექნება.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. კანონდამრღვევი პირველ ჯერზე 2000 ლარით, შემდეგ კი თითოეულ თანამშრომელზე, რომელსაც მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება ექნება, 4000 ლარით დაჯარიმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system