
„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ახალი მეფრინველეობის კომპლექსის - „სართიჭალა-3“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიამ დაანახა მსოფლიო ქვეყნებს, რომ საკუთარი პროდუქციით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.
„სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა მეფრინველეობის კომპლექსი, გაიხსნა ახალი სიმძლავრეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია ამ კომპანიასაც და ზოგადად, საქართველოში მეფრინველეობის დარგს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში ასეთი ტიპის წარმოებებს, რათა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ჩვენი მომხმარებელი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.