თავში

მინისტრი რაჭაში ჰესის მშენებლობას განმარტავს

მინისტრი რაჭაში ჰესის მშენებლობას განმარტავს
მინისტრი რაჭაში ჰესის მშენებლობას განმარტავს

მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი, - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილმა რაჭის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

დავითაშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება, არის ტყუილი, მოღალატეობრივი და რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„რაც შეეხება რაჭის კასკადთან დაკავშირებით, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმგვარი დეზინფორმაცია და მე ვფიქრობ, რომ ასევე უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. ის მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის მკვიდრი მოსახლეობის, ონის მოსახლეობის და ამ დეზინფორმაციის მიზანი მათი შეცდომაში შეყვანა იყო. უბრალოდ ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული, იყო ტყუილი. პირველ რიგში იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, ორივე ფაქტი არის ტყუილი, არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება, არც მდინარე რიონის დაკარგვა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100%-ით გათვალისწინებული. როდესაც საუბარი იყო, რამდენიმე წელიწადი ხდებოდაო განხილვა და მარტში გაიცა ნებართვაო, ეს იყო რამდენიმეჯერ გადავადებული რადგან რამდენიმე წლიანი შესწავლა უძღოდა წინ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ის ასპექტი, რომელზეც იყო საუბარი, რომ არ იყო შესწავლილი კომპეტენტური ექსპერტების მიერ. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system