თავში

მინისტრი საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტს არ ელოდება

მინისტრი საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტს არ ელოდება
მინისტრი საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტს არ ელოდება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში ოქტომბრის ბოლოს შევა და მისი ამოქმედება აღარ გადავადდება.

ცნობისთვის, ახალი მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, რეგულაციების ძალაში შესვლა მთავრობამ 20 ოქტომბრამდე გადააავადა. მინიზტრმა მიზეზი განმარტა:

„როდესაც გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს იყო მწვავე პერიოდი კოვიდთან დაკავშირებული, როცა სხვადასხვა ქვეყანა ზღუდავდა ექსპორტს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა, ის, რომ არ ყოფილიყო დეფიციტი არც ერთ მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე. ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და ამაზე პასუხს სრულად ვაგებთ. თუმცა, ამას მოჰყვა სპეკულირება ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან, რომ რომ ვიღაცის ინტერესების ლობირება ხდებოდა და ა.შ. ახლა ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ გადავადებას, არ ვხედავთ არანაირ შეზღუდვებს მსოფლიო ბაზარზე. აქ არის ორი ჯგუფი: ადგილობრივი მწარმოებლები ისევ გვადანაშაულებენ, რატომ მოხდა ეს, არასწორი იყოო, მეორე არის იმპორტიორების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ამის შედეგად საქართველოში იქნება დეფიციტი. რა თქმა უნდა, დეფიციტი არ იქნება, ვაჭრობა გაგრძელდება და იქნება სამართლიანი ბაჭრობა," - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც მკაცრი და მკაფიო რეგლამენტი არსებობს, მათ შორის მარკეტინგული სტანდარტები სახელმწიფო რეგლამენტის ფარგლებშია აყვანილი, იგივე ქათმის ხორცთან დაკავშირებითაც. 

ცნობისთვის, ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 20 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს, რომლოს მიხედვითაც 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

ფრინველის ხორცის იმპორტიორები რეგლამენტის ამოქმედების გადავადებას ითხოვენ და ამბობე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე ქათმის ხორცის დეფიციტი შეიქმნება და პროდუქტი გაძვირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system