თავში

სსფ-ის მისიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარება დადებითად შეაფასა

მისიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარება
სსფ-ის მისიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარება დადებითად შეაფასა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს შეხვდნენ.


ფონდის მისია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის მიზანია "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის განხილვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს მაკროეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა.

"სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.

შეხვედრის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა მის ფარგლებში გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაზე", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system