თავში

მიწის კოდექსის საკითხი ისევ აქტიურდება

მიწის კოდექსის საკითხი ისევ აქტიურდება
მიწის კოდექსის საკითხი ისევ აქტიურდება

მთავრობის სტრატეგიაში, რომ არარენტაბელური მეურნეობა აგროსამრეწველო ინდიუსტრიად იქცეს, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიწის რეფორმა და მიწის მართვის რაციონალური სისტემის შექმნაა. ამის შესახებ report.ge-თან აგრარული სფეროს სპეციალისტები საუბრობენ. მათი შეფასებით, სწორედ ახლაა დრო, როცა შესაძლებელია მიწის კოდექსი შემუშავდეს, რაც მთავრობას დარგობრივი სტრატეგიების განსაზღვრაში დაეხმარება.

სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაშო ქაოსური წარმოებაა, რის მოწესრიგების ერთადერთ გზას სწორედ მიწის კოდექსის მიღება წარმოადგენს.

,,ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობით გვაქვს სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რა მოცულობის საძოვრებია, რამდენი სახნავ-სათიბი, რამდენი - ბაღჩა და სხვა. ამერიკაში, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა, წელიწადში ორჯერ ხდება აღრიცხვა, როგორია მოთხოვნა თითოეულ სასოფლო პროდუქტზე, მუდმივად  კეთდება პროგნოზი მოთხოვნა-მიწოდებასა და თითოეულ პროდუქტზე საორიენტაციო ფასის შესახებ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე უნდა ხდებოდეს. ჩვენი მოხმარების 80% იმპორტულ პროპდუქციაზე მოდის და ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ. ამდენი ხანია ვიძახით, რომ მიწის კოდექსია მისაღები, კომპლექსურად მოსაგვარებელი საკითხია. საკუთრება და საოსოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უნდა გახდეს ვალდებულება, რათა საზოგადოებრივი ინტერესი იყოს დაცული და მიწა არ მოცდეს", - აცხადებს რამიშვილი.

მიწის კოდექსის შემუშავებასა და სოფლის მეურნეობის როლის გაძლიერებაზე საუბრობს ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე.

,,ანტიკრიზისული გეგმის ანალიზისას პრემიერმა ყურადღება მიწის რეფორმაზეც გაამახვილა. ჩვენ თუ გვინდა დარგი განვითარდეს, მიწის რეფორმაც უნდა განხორციელდეს. რამით სექტორი თავის თავს მიხედავს და სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარება არ იქნება საჭირო. შეიძლება, მძიმე სოციალური პირობები არის სოფლად და მომავალშიც იქნება პრობლემა, მაგრამ დღეს სხვა გამოსავალი არ არის. აუცილებელი არის მიწასთან მუშაობა. დღეს დადგა მომენტი, როცა სოფელმა უნდა გადაარჩინოს მთელი ქვეყანა და აქ უკან დახევა არ შეიძლება", - აცხადებს აროშიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system