თავში

მიწის რა რესურსს ფლობს საქართველო

მიწის რა რესურსს ფლობს საქართველო
მიწის რა რესურსს ფლობს საქართველო

აგრარული სფეროს ექსპერტი ანზორ მესხიშვილი აცხადებს, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და მათ შორის საქართველოს, მიწის რესურსის მართვასთან დაკავშირებით სერიოზული ღონისძიებების გატარება მოუწევს. 

ანზორ მესხიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი აფხაზეთის ა.რ.- ის და სამაჩაბლოს ჩათვლით შეადგენს 6 948 644 ჰა. საიდანაც 3 019 570 ჰა.(43%) სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. 792 780 ჰა.(11%) სახნავია, 142 463 ჰა.(2%) სათიბია, საძოვარს უკავია 1 795 754 ჰა.(26%). მათ შორის დმანისის რაიონში 59 583 ჰა, გურჯანის რაიონში 11 900 ჰა. და ყაზბეგის რაიონში 42 265 ჰა.

,,მიწის სწორი გამოყენება, მისი ეკონომია და დაცვა საშუალებას იძლევა არა მარტო შევინარჩუნოთ ადრინდელ დონეზე მისი ბიოლოგიური პოტენციალი, არამედ არსებითად გავზარდოთ ის. მიწა, როგორც შრომის იარაღი და საგანი, ხასიათდება შეუცვლელობით ალტერნატიური რესურსების უქონლობის გამო, რომლის გამოყენება მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ადამიანის პირველხარისხოვანი მოთხოვნილებები. მიწის რესურსების, როგორც წარმოების საშუალებების დახასიათებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონალურ და ტერიტორიულ ასპექტებს. ჯერ ერთი, სხვადასხვა რეგიონებში განლაგებული მიწის ნაკვეთები ბუნებრივი თავისებურებების, ნიადაგის შემადგენლობის, კლიმატის, რელიეფის, წყლის რესურსებით უზურნველყოფის და ა.შ. გამო შეიძლება არსებითად განსხვავდებოდნენ თავის პროდუქტიულობით. ასეთი განსხვავება წარმოადგენს დამატებითი შემოსავალის, უკეთეს მიწებზე დამატებითი შემოსავლის შექმნის საფუძველს", - აღნიშნავს მეცნიერი.

როგორც მესხიშვილი განმარტავს, ხელოვნურად შექმნილი წარმოების საშუალებები შეიძლება აღდგენილ იქნას მათი ფიზიკური ცვეთის მიხედვით.

,,მიწა მიჩნეულია ერთ-ერთ ძირითად ელემენტად, საიდანაც ერს სიმდიდრის მიღება შეუძლია. მიწა ბუნებრივი საგანია. ის თავისთავად არსებობს და ადამიანის მიერ არ არის შექმნილი. მიუხედავად ამისა, ადამიანს შეუძლია მისი სარგებლობის შეცვლა. მიწა არის შუეცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდას თანდასოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება მიწის რესურსიც", - აღნიშნავს მესხიშვილი report.ge-თან და დასძენს, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ, საკვები პროდუქტების შემცირების პრობლემას უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო დანიშუნლების მიწებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთოროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system