თავში

მიწის რეფორმის ფარგლებში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

მიწის რეფორმის ფარგლებში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა
მიწის რეფორმის ფარგლებში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

მილიონზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი - მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები გაეცნენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრაზე ნათია ჩირიკაშვილმა საჯარო რეესტრის წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და USAID-ის პროგრამის წარმომადგენლებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა და მიღწევები გააცნო. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის წესით, ჯამში მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. ნათია ჩირიკაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მხარდასაჭერად საჯარო რეესტრთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

2020 წელს შეიქმნა მიწის მდგრადი მართვის სააგენტო, რომელსაც 3 კანონქვემდებარე აქტის მიღება ჰქონდა დავალებული. ეს კანონქვემდებარე აქტები შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით. 

ცნობისთვის, საქართველოში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც 3 წელიწადში უნდა დამთავრდეს. პროგრამის მიზანია ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მიწის საკუთრების რეგისტრაცია დასრულდეს და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში მიწა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system