თავში

მიწის რეფორმის კანონქვემდებარე აქტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება

მიწის რეფორმის კანონქვემდებარე აქტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება
მიწის რეფორმის კანონქვემდებარე აქტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, მიწის რეფორმის ფარგლებში კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.

„2020 წელს შეიქმნა მიწის მდგრადი მართვის სააგენტო, რომელსაც 3 კანონქვემდებარე აქტის მიღება ჰქონდა დავალებული. ეს კანონქვემდებარე აქტები შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ბევრი საჯარო განხილვის ჩატარება იყო საჭირო, რათა დაინტერესებული პირები ჩართულიყვნენ და მათი ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული, მათი მიღება ვერ მოხერხდა. ეს არის კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს პირდაპირ უკავშირდება. მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. აქ მთავარი საქართველოს ინტერესების დაცვაა. ეს ნორმატივებიც ზუსტად ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა. კანონქვემდებარე აქტები შემუშავებულია და, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, სამივე დაამტკიცდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც 3 წელიწადში უნდა დამთავრდეს. პროგრამის მიზანია ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მიწის საკუთრების რეგისტრაცია დასრულდეს და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში მიწა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system