თავში

მიწის რესურსის მართვა და გამოყენება კვლავ გამოწვევებს შორისაა

მიწის რესურსის მართვა და გამოყენება კვლავ გამოწვევებს შორისაა
მიწის რესურსის მართვა და გამოყენება კვლავ გამოწვევებს შორისაა

სპეციალისტები მიწის მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მუშაობის გააქტიურებაზე საუბრობენ. მართალია, ბოლო პერიოდში ეს თემა საკმაოდ გააქტიურდა, თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი აღნიშნავს, მიწის ანალიზი, მისი სწორი მართვა და ფასი გამოწვევებს შორისაა, რის გადაწყვეტასაც წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

,,მიწის სწორი გამოყენება უნდა ვისწავლოთ. დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც საფუძვლიანად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონალურ და ტერიტორიულ ასპექტებს. სხვადასხვა რეგიონებში განლაგებული მიწის ნაკვეთები განსხვავებულია ნიადაგის შემადგენლობის, კლიმატის, რელიეფის, წყლის რესურსებით უზურნველყოფის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდას თანდასოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება მიწის რესურსიც. შესაბამისად, საკვები პროდუქტების შემცირების პრობლემა უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო დანიშუნლების მიწებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთოროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, რაც გამოწვეულია პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდით", - აღნიშნავს მესხიშვილი report.ge-თან.

სწორი მართვის მიზნით მიწის ანალიზს აუცილელებელ ღონისძიებად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი. მისი თქმით, აგრარული სექტორის განვითარება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს მასშტაბით მიწის სრული ანალიზი არ ჩატარდება. 

,,მიწის დიდი რესურსი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ სათანადოდ, რაც მოსავლიანობაზეც აისახება. ხშირ შემთხვევაში, ხელს გვიშლის მიწის მიმართ ქართველების ტრადიციული დამოკიდებულებაა. 21-ე საუკეუნეში მიწა მუშავდება მამა-პაპური მეთოდებით, რაც მიუღებელია, რადგან ამით მოსავლიანობა მცირდება, გაწეულ შრომას კი არ აქვს ეფექტი და ამით არის განპირობებული მიწის დაბალი ფასიც. მიწის მდგრადი და სწორი მართვა უნდა ვისწავლოთ, კარგია, რომ ამაში საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან, მთავარია, ეს რესურსი მიზნობრივად დაიხარჯოს და სარგებელი იგრძნონ ფერმერებმა, მთლიანად ეკონომიკამ. წლებია უკვე, რაც მიწის უფასო რეგისტრაციის პროექტი ხორციელდება და მიწების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ  აღურიცხავია, რეალურად არავინ იცის რა რაოდენობის მიწაა მოქცეული კერძო საკუთრების ხელში, რამდენი - სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც საბოლოოდ სოფლის მეურნეობაზე აისახება", - ამბობს რამიშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს.

„ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლამ შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system