თავში

მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი ჩქარდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი ჩქარდება
მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი ჩქარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გარეშე.

პრემიერის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებული იყო გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაციის თაობაზე.

გახარიას განმარტებით, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება მალე საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას.

„როცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც, კრიზისში, თუნდაც, მოკლევადიანი სწრაფი ინსტრუმენტებით დავეხმაროთ თითოეულ ფერმერს, უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენს ქვეყანაში. შეუძლებელია, სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გარეშე. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გადაწყვეტილება იყო მიღებული, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია სისტემური რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდეგ საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რადგან როგორც ფერმერს, ასევე საფინანსო სტრუქტურებს გვქონდეს საშუალება, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, დავამუშავოთ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, როგორიც არის მიწა“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები. 

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system