თავში

მიუხედავად პანდემიისა, ვახერხებთ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას - თურნავა

მიუხედავად პანდემიისა, ვახერხებთ მსხვილი ინვესტიციები
მიუხედავად პანდემიისა, ვახერხებთ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას - თურნავა

მთავარი ამოცანა რაც ეროვნულ ბანკს აქვს არის, რომ ინფლაციის დაგეგმილ პარამეტრებში შენარჩუნება იქნას მიღწეული და ეს გვაძლევს იმის რწმენას, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არის კონტროლირებადი, – ასე ფიქრობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომლის შეფასებითაც როვნული ბანკი პერიოდულად თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ინტერვენციებს ჩვენს ბაზარზე რაც ნორმალურია. მინისტრის თქმით ინტერვენციები აზღვევს  საკურსო რყევებს. სტაბილური ლარი კი, თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 

„ეკონომიკის აღდგენაში უდიდესი როლი ენიჭება ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ კარგი საინვესტიციო კლიმატის წყალობით, მიუხედავად პანდემიისა ვახერხებთ, რომ მოვიზიდოთ მსხვილი ინვესტიციები. ახლახანს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას „ოემპი პეტროლთან“ – ეს არის უდიდესი ევროპული კომპანია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების საკითხში, რომელიც შავ ზღვაზე განახორციელებს ნავთობის და გაზის ძიებას. ასევე, შეგახსნებთ რომ აიტი ინდუსტრიაშიც ძალინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ორი მსხვილი ამერიკული კომპანია შემოვიდა, რასაც ხელი შეუწყო ჩვენმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ხორციელდება ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში. ფოთში ხორციელდება ორი მსხვილი პროექტი, ერთი არის ე.წ. „პეის“ ტერმინალი სადაც კერძო ინვესტორი, აშშ-ის საფინანსო კორპორაციის „ოპიკის“ დახმარებით ახორციელებს ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ასევე „ეიპიემ“ ტერმინალი, თვითონ კომპანია, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, ახორციელებს პორტის გაფართოების პროექტს, რომელიც არის დაახლოებით 200 მილიონიანი პროექტი“, – ამბობს მინისტრი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system