თავში

მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი

მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას
მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროში. 

"დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,. დღეს თბილისში მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა არის დასტური საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ძლიერი მოკავშირეობისა და მეგობრობისა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system