თავში

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს
მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე, შენარჩუნების შესახებ,  წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებაა, რაც მომდევნო წლის გაუარესებული პროგნოზების გამოძახილია. 

ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელსაც შენარჩუნებული სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე თეორიულად ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებული უნდა იყოს, მზარდი ფისკალური და სოციალური ხარჯები ამ ეფექტს ანეიტრალებს. 

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების არგუმენტად ასევე მოყვანილია დოლარიზაციის მაღალი დონე, რაც ეკონომიკაზე მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტს საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს მომავალში ფორმირებული მოლოდინებისა და ერთობლივი მოთხოვნისგათვალისწინებით.მიმდინარე შეზღუდვები ერთობლივ მოთხოვნაზე და მიწოდებაზე (წარმოების ხარჯების ზრდა) ნეგატიურად მოქმედებს, რაც გაურკვევლობას საგრძნობლად ზრდის. შესაბამისად, 2021 წელს მზარდი რისკების გამო, ამჯერად ნაკლები არგუმენტებიამონეტარული პოლიტიკის შერბილების სასარგებლოდ. 2021 წელს ტურისტული სექტორი კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება, რაც ვალუტის შემოდინებაზე უარყოფითად აისახება დაგაცვლითი კურსის გაუფასურებით ინფლაციური ზეწოლის შექმნის დამატებით რისკს აჩენს. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 886 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ლიკვიდობისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუმცა არსებული ფუნდამენტური ფაქტორებიდან და უარყოფითი მოლოდინებიდან გამომდინარე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებული რჩება,"  - განმარტავენ „საზოგადოება და ბანკებში". 

შეგახსენებთ, თუ სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, მისი პროცენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება-შერბილებაზეა დამოკიდებული. 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 123 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბვამისად, 123 300 მსესხებელს სესხები იგივე პროცენტში შეუნარჩუნდა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ დატოვა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში). რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system