თავში

მხარს დავუჭერთ ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას - ლევან დავითაშვილი

მხარს დავუჭერთ ახალი ქართული პროდუქციის გამოშვებ
მხარს დავუჭერთ ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას - ლევან დავითაშვილი

ნატახტარში საკვები ინდუსტრიის მნიშვნელოვანი კლასტერი ვითარდება და ბევრი, უკვე ცნობილი მწარმოებელიც გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, როდესაც მან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად, ნატახტარში შპს "ბენჟის" საწარმო დაათვალიერა. 

მისი თქმით, საწარმო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს და ის საახელმწიფომ ფინანსური მხარდაჭერით გააძლიერა. 

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქციის გამოშვების ყველა ინიციატივას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების გასავითარებლად შეიქმნა ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება. შპს „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე აცხადებს, საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე ჩეხეთში; უახლოეს მომავალში კი, ექსპორტი ისრაელშიც განხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system