თავში

"მკვლელი ცემენტის ქარხანა" - კასპის მკვიდრნი აქციას მართავენ

"მკვლელი ცემენტის ქარხანა" - კასპის მკვიდრნი აქციას მართავენ
მკვლელი ცემენტის ქარხანა - კასპის მკვიდრნი აქციას მართავენ

კასპში, ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებმა ცემენტის ქარხანასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. 

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება გაუსაძლისია, რადგან სატვირთო მანქანების მოძრაობის გამო, გზა დაზიანებულია, ცემენტის მტვერი კი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ჯანმრთელობას.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს, მათ გადასაადგილებლად გაკეთდეს შემოვლითი გზა, ცემენტის ტომრები ჰერმეტულად ჰქონდეთ დალუქული, ქარხნის ფილტრი 24-საათის განმავლობაში მუშაობდეს და მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა.

პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქარხნის ხელმძღვანელობას ერთ თვეს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system