თავში

მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია - ნათია თურნავა

მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია - ნათია თურნავა
მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია - ნათია თურნავა

სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

ნათია თურნავას თქმით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია.

„დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებული მხარეები, პასუხისმგებელი პირები და სპეციალისტები ერთმანეთის პოზიციებს მოისმენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system