თავში

მობილურ ბაზარზე ფასების კლებას პროგნოზირებენ

მობილურ ბაზარზე ფასების კლებას პროგნოზირებენ
მობილურ ბაზარზე ფასების კლებას პროგნოზირებენ

მომავალი წლიდან მობილურ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორის დაშვება მოხდება, რაც ექსპერტების აზრით, მობილურ ბაზარზე ფასების კლებას გამოიწვევს. 

კომუნიკაციების სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მობილური ოპერატორების ბაზარზე დაშვება კონკურენციის ზრდის წინაპირობაა, რაც აუცილებლად აისახება მიწოდების ხარისხსა და ფასებზე.

შეგახსენებთ, ე.წ MVNO-ების გამოჩენა 2021 წლის თებერვლიდან არის მოსალოდნელი. ასეთ კომპანიებს შესაძლებლობა ოპერირების დაწყების შესაძლებლობა ფინანსური დანახარჯების გარეშე აქვთ.

მანამდე კი, ჯერ კიდევ შარსან ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის კომუნიკაციების კომისიამ საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრა.

ასეთ პირებს, „მაგთიკომს“, „სილქნეტს“ და „ვიონი საქართველოს“, საკუთარ ქსელებზე ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულება დაეკისრათ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს.

„ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გადაწყვეტილება ინტერნეტ სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ვირტუალური ოპერატორების დაშვების რეგულაცია წლებია მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ის ქვეყნები სადაც MVNO არსებობს გაცილებით ეფექტური და მრავალფეროვანია. ასევე, ის ბაზრები სადაც ვირტუალური ოპერატორები ოპერირებენ, ხასიათდება განვითარების მაღალი ტემპით, გამოირჩევა მობილური სერვისების მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სწორედ ინოვაციური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისები სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“ - აცხადებენ კომისიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system