თავში

მობილური ბაზრის სატარიფო პოლიტიკა საქართველოში

მობილური ბაზრის სატარიფო პოლიტიკა საქართველოში
მობილური ბაზრის სატარიფო პოლიტიკა საქართველოში

"2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხა და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ლიბერალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა, მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტარიფების გაიაფების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან, სხვადასხვა სატარიფო მომსახურებაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ფასების გაზრდის მცდელობას ჰქონდა ადგილი," - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია მყისიერად ჩაერთო და ფიქსირებული და მობილური ბაზრის კვლევა დაიწყო. კომისიის გადაწყვეტილებით, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომპანიებს კვლევის დასრულებამდე ტარიფების ცვლილების პროცესის შეჩერების ვალდებულება დაეკისრათ. კომისიის მიმართვის შემდეგ, „სილქნეტმა“ ფასების დაანონსებული ცვლილება შეაჩერა, ხოლო „მაგთიკომმა“ კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ კვლევა დაიწყო. ჩატარდა კვლევა, იმის დასადგენად, რამდენად ჰქონდა კომპანიის მხრიდან ფასების ზრდას საფუძველი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფასის გაზრდის საჭიროება არ არსებობდა.

"კომპანია „მაგთიკომს“ მომსახურების ტარიფის დაანონსებული ცვლილების პროცესის შეჩერება მოუხდა. კვლევის დასრულების შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით, “მაგთიკომს” ასევე მცირე ოპერატორის ქსელთან დაკავშირებისთვის განსხვავებული საცალო ტარიფების დაწესება შეუჩერდა. კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას ასევე, არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის ძალაში დატოვება დაავალდებულა. მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგად, ასევე საცალო ხმოვანი მომსახურების არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გაუქმდა," - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system