თავში

მობილური ინტერნეტის მოხმარება იზრდება-როდის ექნება საქართველოს 5G

მობილური ინტერნეტის მოხმარება იზრდება-როდის ექნება საქართველოს 5G
მობილური ინტერნეტის მოხმარება იზრდება-როდის ექნება საქართველოს 5G

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბოლო ინფორმაციით, მობილური ინტერნეტტრაფიკი 38%- ით არის გაზრდილი და 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 18.5 ათას ტერაბაიტს შეადგენს.თითო აბონენტის მიერ, მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება 2.5 გბ-ია. საქართველოში 500 მბ-იანი მობილური ინტერნეტის საშუალო ფასი 2,91 ევროა.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ცხადებენ, რომ საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით, მობილური ინტერნეტის საუკეთესო ფასებია.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტის ფასები დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. ამიტომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციაც მაღალია და მეოთხე ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ პროდუქტებიც კარგია. მობილური ინტერნეტის ფასებმა დაიწია. შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური სერვისებიც ვითარდება“, – ასე შეაფასა კახა ბექაურმა კომუნიკაციების ბაზრის განვითარების 2019 წლის მონაკვეთი.

მისი თქმით, გასული წელი ყველაზე ნაყოფიერი იყო ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. ეს ბექაურმა მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებითვის ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯის 8-ჯერ შემცირება დაასახელა. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიის გვერდზეა განმარტებული 2019 წელს ამოქმედებული რეგულაციით მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებელს მოუტანს სიკეთეს. კომისიაში ფიქრობენ, რომ მომხმარებელი გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარისხიან ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად მიიღებს.

"2018 წელს მივიღეთ კიდევ ერთი აუცილებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, განახევრდა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები. თუმცა, ეს პროცესი წელსაც გავაგრძელეთ და მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, გლობალური ინტერნეტის საბითუმო ტარიფი რეკორდულად, - 32 ლარიდან 9 ლარამდე შევამცირეთ. საკვანძო გადაწყვეტილება მივიღეთ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. LRIC-ის მოდელის მიხედვით, მოხდა მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი დანახარჯების გაანგარიშება, რის საფუძველზეც, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები 4-ჯერ შემცირდა. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები დავაწესეთ, რომელიც მობილურ ქსელში - 3.5 თეთრიდან 0.75 თეთრამდე შევამცირეთ, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან - 0.28 თეთრამდე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მივიღეთ, მიმართულია ბაზრის გაჯანსაღებისკენ, ბაზარზე კონკურენციის გაზრდისა და მცირე და საშუალო ოპერატორების გაძლიერებისკენ," - აღნიშნნავს კომუნიკაციების მარეგულირებელი პირველი პირი.

მისივე განმარტებით, 2019 წელს კომისიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებაა.

"ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე დაშვებით მკვეთრად გაიზრდება კონკურენცია. ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ვირტუალური ოპერატორები საკუთარი ინფრასტრუქტურის გარეშე, ბაზარზე თავისუფლად შეძლებენ უკვე არსებული დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე ნაკლები კონკურენცია სწორედ მობილურხმოვან მომსახურეობაზეა და ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს, სწორედ ამ საკითხის სწრაფად, ეფექტიანად და მომხმარებლების ინტერესების სასარგებლოდ გადაჭრაა," -ამბობს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

როგორც ბექაური ამბობს, 2019 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაა, რომელზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყეს. 

"5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს და ჩვენ გვაქვს ამბიცია, საქართველო მუდმივად ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ავანგარდში იყოს," - ამბობს კახა ბექაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system