თავში

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან
მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან, საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას. 

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს მისცენ დაშვება.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს.

„ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გადაწყვეტილება ინტერნეტ სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ვირტუალური ოპერატორების დაშვების რეგულაცია წლებია მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ის ქვეყნები სადაც MVNO არსებობს გაცილებით ეფექტური და მრავალფეროვანია. ასევე, ის ბაზრები სადაც ვირტუალური ოპერატორები ოპერირებენ, ხასიათდება განვითარების მაღალი ტემპით, გამოირჩევა მობილური სერვისების მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სწორედ ინოვაციური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისები სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“ - აცხადებენ კომისიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system