თავში

მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდათ

მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდათ
მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდათ

წელს საქართველოს მობილური ოპერატორების შემოსავალი შემცირდა. 

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში სამი მობილური ოპერატორის ჯამური შემოსავალი 318,744,903 ლარი იყო. ეს თანხა გასული წლის 8 თვის შემოსავლის ჯამს 7,156,187 ლარით ჩამორჩება. სამი უმსხვილესი მობილური ოპერატორის შემოსავლების კლება ასეთია:

"მაგთიკომი" - 144,321,207 ლარი, კლება წინა წელთან -7,156,188 ლარი;
"სილქნეტი" - 116,563,249 ლარი, ზრდა წინა წელთან 597,894 ლარი;
"ვიონი საქართველო" - 57,860,448 ლარი, კლება წინა წელთან -746,774 ლარი;

რაც შეეხება მათ რეიტინგს აბონენტების მიხედვით, ყველაზე მეტი აბონენტი "მაგთიკომს" ჰყავს, მას მოსდევს "სილქნეტი" და "ვიონი საქართველო". უფრო კონკრეტულად: "მაგთიკომი" - 1,938,383 აბონენტი; "სილქნეტი" - 1,658,532 აბონენტი; "ვიონი საქართველო" - 1,231,272 აბონენტი.

ერთი თვის განმავლობაში საშუალო აბონენტიდან მიღებული შემოსავალის( APRU) მიხედვით, პირველ ადგილზეა მაგთი, რომელიც ერთი აბონენტისგან თვეში 10.52 ლარს იღებს. შმდეგ პოზიციაზეა  "სილქნეტი" 9.86 ლარის შემოსავლით და "ვიონი საქართველო" 6.31 ლარიანი შემოსავლთ.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში მოხმარებული მობილური ინტერნეტის ტრაფიკი წლიუარ 106%-ით გაიზარდა და 19.2 ათასი ტერაბაიტი შეადგინა. გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარებაც და საშუალოდ 7.1 გბ შეადგენს მაშინ, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 3.7 გიგაბაიტი იყო.

მობილური ინტერნეტის საშუალო ტარიფის ღირებულება წლიურ ჭრილში შემცირებულია. ამჟამად, ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 1.12 ლარს შეადგენს მაშინ, როცა 2019 წელს ერთი გიგაბაიტის საშუალო ღირებულება 2.31 ლარი იყო.

შეგახსენებთ, დღეისთვის საქართველოში ოპერირებს 3 მობილური ოპერატორი; მობილური აბონ­ენტების რაოდენობამ 2020 წლის მეორე კვარტალში 5.01 მლნ აბონენტი შეადგინა. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 5%-ით შემცირდა (295 ათასი აბონენტით), მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 135% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system