თავში

მოდის ინდუსტრიის 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის 3 ქართველი დიზაინერია

მოდის ინდუსტრიის 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის
მოდის ინდუსტრიის 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის 3 ქართველი დიზაინერია

მოდის ინდუსტრიაში 500 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი განახლდა. როგორც დიზაინერი დემნა გვასალია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს, 2,4 ტრილიონიანი ბიზნესის 500 ყველაზე გავლენიან ადამიანში, 3 ქართველია.

businessoffashion- ზე გამოყვენებულ რეიტინგში მოხვდნენ: თავად დემნა გვასალია, გურამ გვასალია და სოფო ჭყონია.

ცნობისთვის, დემნა გვასალიას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიზაინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი, "ვოგის" გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, Vetements-ის კოლექციის შექმნაზე მუშაობა ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად დაიწყო. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ Vetements-ის დატოვებისა და ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.

მანამდე გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა ასევე "ლუი ვიტონთანაც."

რაც შეეხება სოფო ჭყონიას, მას მოდის მიმართ ინტერესი 16 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც იგი სასწავლებლად გერმანიაში ჩავიდა, ხელში კი, „ვოგის“ ჟურნალი ჩაუვარდა. სტატიებში წარმოდგენილმა დიზაინერებმა და ფოტოებმა მასზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ სამოდელო სფეროთი დაინტერესდა. უკვე ოფიაციალურად სამოდელო კარიერას კი 21 წლის ასაკიდან შეუდგა. დაგროვებული ფულით თბილისში სამოდელო სააგენტო „ამსა“ დააფუძნა. მოგვინებით იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მოდის ბიზნესში საკმაოდ წარმატებულ პროექტებზე აქტიური მუშაობა გააგრძელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system