თავში

მოგზაურობისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს - PHOTO

მოგზაურობისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს
მოგზაურობისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს - PHOTO

უსაფრთხო მოგზაურობის მომსახურების კომპანიამ ყოველწლიური მოგზაურობის რისკის რუკა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ყვითელი ფერითაა აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ International SOS-მა ჩვენი ქვეყანა დაბალი რისკის ქვეყანად შეაფასა.

რუკაზე საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ ქვეყანა და ავტომატურად გაჩვენეთ რომელ ქვეყანაშია მოგზაურობა უსაფრთხო და რომელში რისკის შემცველი.

რეგიონიდან, საქართველოსთან ერთად, დაბალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის პოზიციონირებენ სომხეთი და აზერბაიჯანი. რუსეთი კი საშუალო რისკის მქონე ქვეყნადაა შეფასებული.

სამოგზაუროდ დაბალ რისკს, უსაფრთხო მოგზაურობის მომსახურების კომპანიის განმარტებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.

მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია დასახელდნენ. ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის კი ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system