თავში

მოგზაურთა უპრეცედენტო ზრდა საქართველოში - ტურიზმი რიცხვებში

მოგზაურთა უპრეცედენტო ზრდა საქართველოში - ტურიზმი რიცხვებში
მოგზაურთა უპრეცედენტო ზრდა საქართველოში - ტურიზმი რიცხვებში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 8 მილიონს გადააჭარბა(ზუსტი მონაცემი 8 020 230 ). ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ - 4 429 601 (ზრდა 6%).
2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.

მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა.

ვიზიტორთა ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან:

• ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

• ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:

• სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია დაიწყო. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system