თავში

მოქალაქეები რკინიგზის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან

მოქალაქეები რკინიგზის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან
მოქალაქეები რკინიგზის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან

საქართველოს რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების აღდგენის შემდგომ, მოსახლეობის მიერ 100-ზე მეტი გამოხმაურების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რკინიგზის განშტოებებზე სამგზავრო გადაყვანები პარალიზირებულია. ამის შესახებ აცხადებენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში. ორგანიზაციის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, საწვავის გაძვირების გამო საქალაქთაშორისო მგზავრობის გაძვირების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნა რკინიგზით მგზავრობაზე გაიზარდა, თუმცა  რკინიგზამ ვერ უზრუნველყო რეგიონების ბაზარზე ადაპტირება. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ძირითად მიმართულებებზე მოძრაობა პარალიზებულია. 

"მოსახლეობის მოთხოვნაა, საქართველოს ქალაქებს შორის სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა, ბუნებრივია, მოსახლეობის სოცილური მდგომარეობიდან გამომდინარე საშუალება არ აქვს გადაიხადოს მაღალი ფასი (საქართველოს რკინიგზის პასუხი - საქართველოს რკინიგზა (ბილეთის ფასი). რკინიგზამ ამ რეალობას პასუხად დაუკავშირა სატანდარტული განმარტება - „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე ახალი სარკინიგზო რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად საკმაოდ მაღალია კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.“ ბუნებრივია, მოსახლეობის საპასუხო არგუმენტიც იყო ცალსახა და დამაჯერებელი - „თუ მაგ ქალაქების მიმართულებით (იგულისხმება ბათუმი) არ გავრცელდება ,,კოვიდ 19" ბორჯომის მატარებელში უფრო ცოტა მგზავრები არაა?“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ  სამთო კურორტების გახსნის შემდეგ მათზე წვდომის გასაადვილებლად მოქალაქეები ყველაზე მეტად ბორჯომის მატარებლის აღდგენას ითხოვენ, რათა მოსახლეობას (იაფი) წვდომა ჰქონდეთ ბაკურიანის საკურორტო ზონასთან. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ბორჯომი - ბაკურიანი რკინიგზა ამჟამად არ ფუნქიონირებს.

პაატა ცაგარეიშვილის მტკიცებით, რკინიგზით  სამგზავრო გადაყვანების სფეროში 2020 წელს შემოსავლების - 60 % იანი კლების პირობებში და საავტომობილო გადაზიდვებში საწვავის და ტარიფების გაძვირებისას, აქცენტი - რეგიონებში საიმედო, კომფორტულ და განახლებული შემდაგენლობებით გადაყვანებზე უნდა იქნეს გაკეთებული.

ცაგარეიშვილი გვაწოდებს მოქალაქეთა მიმოწერიდა ამონარიდებს სოციალური ქსელიდან:

ა მ ო ნ ა რ ი დ ე ბ ი

1. „ხალხს რა. ბორჯომი თბილისი არდადის. ჩვენ რა დავაშავეთ .ღარიბმა ხალხმა. ჩვენზე ვინ ფიქრობს“. (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"

2. „ბორჯომი-ბაკურიანი როდიდან აღსდგება?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"3. „ასე ხალხის და კუთხის გარჩევა არ გამიგია.საქართველო მარტო დასავლეთ საქართველოა. აღმოსავლეთ რკინიგზა არგვეკუთვნის?”. (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"4. „პერევლის მატარებელი ხაშური ზესტაფონი როდიდან იქნება“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"5. “თბილისი - გარდაბანი როდის განაახლებს მუშაობას?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"6. „რა დააშავა მართლა სხვა რეგიონებმა , თუ იყო ლარი გახდეს ორი ან თუ იყო ორი ლარი გახდეს სამი ლარი ოღონდ აღადგინეთ“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)„თუ ინიშნება მატარებლებიი და ხალხზე ფიქრობთ? ბორჯომმა ნიქოზმა რა დააშააა .? ხალხი სამსახურებში დადიან.როგორ ამასხარავებთ საწყალ ხალხს. .ვინ დააკანონა ეგ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"7. „ვთხოვთ, რკინიგზის მესვეურებს, საჯაროდ ახსნან მიზეზი, რატომ არ უშვებენ ბორჯომის მატარებელს.“ „ლიანდაგია აყრილი, არ იცოდი?“, „სად არის აყრილი. აბა კოვიდზე რატომ მწერენ?“. რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"8. „ქუთაისი საჩხერის ხაზის გახსნას თუ აპირებთ და როდის?“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"9. "ბორჯომის და ნიქოზის მატარებლები თუ აღსდგება საერთოდ? ყველაზე კრიტიკულად ეგ სჭირდება იმ სოფლებს“ (რკინიგზის განშტოება პარალიზირებული)"10. „ბორჯომის მიმართულებით უნდა დაიწყოს მოძრაობა, სამთო კურორტები გაიხსნა და ხალხი ისარგებლებს , ,,კუკუშკა''-ში გადაჯდება ბორჯომში რომ ბაკურიანში იოლად და იაფად ავიდეს დამსვენებელი, ამიტომ უნდა მიიღოთ ზომები რომ მაქსიმალურად დროულად და უსაფრთხოთ მოხდეს მგზავრთა გადაყვანა ბორჯომის მიმართულებით.“ (სამთო კურორტებთან წვდომის შემსუბუქება)"11. "გამარჯობა, ბილეთების ღირებულება პირველი კლასი არის 60 ლარი, ხოლო მეორე კლასი 24 ლარი)"

12. „ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი ამ მიმართულებამ რა დააშავა ?“ (ძირითად მიმართულება პარალიზირებულია)"

13. „ოზურგეთი ბათუმი როდესმე აღდგება?“ (ძირითად მიმართულება პარალიზირებულია)"14. გრაფიკი ნეტა მანახა ..პირველ რიგში საწყალ ხალხზე უნდა გეფიქრათ.თქვენ ომ სხედხართ ადგილებზე და იღებთ ხელფასებს .ხალხი რაში. გენაღვლებათ“ (მენეჯმენტის ნეგატიური შეფასება)"

15. „2021-ში მანძილი თბილისიდან ბათუმამდე ოთხ საათში უნდა დაეფარა მატარებელს.ახლა რა ხდება,5.35-ზე აიყვანეთ?!“ (მგზავრობის ხანგრძიობის შემცირება)"

16. „ვაგონები აღარ ყავთ და რაღა აღდგება“ (სავაგონო პარკის სავალალო მდგომარეობა)"

17. „იმედია სავარძლები მოაწესრიგეთ და ფართები თანხა რომ 16 ლარია მისაღები უნდა იყოს პირობაც .ისეთი დალეწილი სავარძლებია არც სახელურები უვარგა იქნებ რამე მოუხერხოთ ძალიან არაკომფორტულია ამხელა გზა იმზგავრო და ასე დატანჯულმა“ (სავაგონო პარკის სავავლალო მდგომარეობა)"18. „...და კიდევ როცა ამბობთ რომ ინტერნეტიც არისო ეგ ვაიფაიც აკონტრეთ ან ნუღა აპირებთ არასოდეს იჭერს ინტერნეტი !ან თიშავს გამცილებელი სპეციალურად“ (ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარვეზებით ფუნქიონირება)"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system