თავში

მოქალაქეებმა ბიუჯეტი წელს 779 მლნ-ით შეავსეს

მოქალაქეებმა ბიუჯეტი წელს 779 მლნ-ით შეავსეს

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98%-ია. ამის შესახებ ირკვევა 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან. ესაა საქართველოს დასაქმებულებული მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა, რადგან საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან. დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა. ანუ დასაქმებულები ხელფასის 20%-ს იხდიან ბიუჯეტში. 

2021 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმის 98% იყო.  მთლიანობაში 2021 წელს საქართველოს მთავრობა ამ გადასახადიდან 3.3 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს, ანუ პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის წლიური გეგმის 24% შესრულდა.

2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა გადასახადებიდან, ჯამში, 120 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე წელს. გასული წლის პირველ კვარტალში 911 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ გადასახადის მოცულობა 14.5%-ით არის შემცირებული, ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. 2021 წლის ბიუჯეტით საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი საპროგნოზო გეგმა განისაზღვრა, ვიდრე გასულ წელს იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system