თავში

მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ

მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ
მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს 2021-22 წლებში ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ.

ნარმანიას განმარტებით, კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ხოლო, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილს, ბუნებრივი გაზის ტარიფი სემეკის მიერ 3 წლის ვადითაა დადგენილი და შესაბამისად, ამ პერიოდში ტარიფის ზრდა არ მოხდება.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯი" პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით ზრდის. კომპანიამ ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა. 

კომერციულიტარიფის ზრდის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება სახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system