თავში

მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებზე პროცენტის 4%-ს მთავრობა დაუფარავს

მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებზე პროცენტის 4%-ს მთავრობა დაუფარავს
მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებზე პროცენტის 4%-ს მთავრობა დაუფარავს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ქვეყნის მშენებლობა გაგრძელდეს. ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ დეველოპერული ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტის პრეზენტაციისას განახცხადა.

პრემიერი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდება. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2019 და 2020 წელს, 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მთავრობა დაეხმარება სამშენებლო ბიზნესს და მოქალაქეებს, რომლებმაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გადაწყვიტეს.

ამის მიზნით, პრემიერის თქმით, დაგეგმილია სამი ძირითადი აქტივობა მთავრობის მხრიდან:

1. დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

2. დევნილებისთვის მთავრობა 150 მილიონ ლარის ბინათმშენებლობას დააკონტრაქტებს, რაც გულისმობს, რომ 1800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინებს

3. 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათები იმოქმედებს. 

რა თქმა უნდა ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც აი ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიის დროს ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრმა დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა საკუთარ მრჩეველთან ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვლითან და კახა კალაძესთან ერთად წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system