თავში

მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარ თავს აზარტული თამაშები შეუზღუდონ - რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარ თავს აზარტული თამაშები შეუზღუდონ - რას
მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარ თავს აზარტული თამაშები შეუზღუდონ - რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

პირს შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავი შეიყვანოს სიაში, რომლითაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალება. გარდა ამისა, ოჯახის წევრს, სასამართლოს თანხმობით, უფლება ექნება ადამიანი ასეთ სიაში შეიყვანოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 

„ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან აღნიშნულ აზარტულ თამაშებზე და მეორე მიმართულება, როდესაც საგადასახადო პოლიტიკა უფრო იმაზეა მორგებული, რომ სექტორმა მეტი კონტრიბუცია შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, სამომავლოდ იგეგმება, რომ სათამაშო ბიზნესის   სატელევიზიო რეკლამა სრულად შეიზღუდოს, ასევე შეიზღუდება გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი. ეს გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ფიზიკურ კაზინოებზე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თამაშის უფლება შეეზღუდება მოქალაქეების გარკვეულ წრეს. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. ასევე, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მომართვის შემთხვევაში, შავ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system