თავში

მოხმარების სტიმულირებისთვის ჰონგ-კონგელები $645-იან კუპონებს მიიღებენ

მოხმარების სტიმულირებისთვის ჰონგ-კონგელები $645-იან კუპონებს მიიღებენ
მოხმარების სტიმულირებისთვის ჰონგ-კონგელები $645-იან კუპონებს მიიღებენ

ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები, მოხმარების სტიმულირების მიზნით, ელექტრონულ კუპონებს მიიღებენ. 

ყველა 18 წელს გადაცილებული მუდმივი მაცხოვრებელი 5 ათასი ჰონგ კონგის დოლარის ($ 645) ოდენობით კუპონს მიიღებს, რომლის გამოყენებასაც ელექტრონული გადახდის სისტემების საშუალებით შეძლებს. ამ მიზნებისათვის ჩართულია გადახდის სისტემები AlipayHK, Octopus, Tap & Go და WeChat Pay HK. თანხები დაკრედიტდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ტრანში $ 258-ს შეადგენს.

ეს თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰონგ-კონგის გარეთ. ასევე, აღნიშნული თანხა არ გამოიყენება ჯარიმების და კომუნალური გადასახადების გადახდაზე. კუპონების მთავარი დანიშნულებაა შიდა მოხმარების სტიმულირება. ისინი განკუთვნილია, ადგილობრივ საცალო მაღაზიებში და სუპერმარკეტებში გადახდებისათვის, კაფეებსა და რესტორნებში გადახდისთვის, სილამაზის სალონების მომსახურებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის.

შესაბამისი გადაწყვეტილება თებერვალში იქნა მიღებული. პროგრამა ბიუჯეტს 36 მილიარდი ჰონკონგიური დოლარი (4.64 მილიარდი დოლარი) დაუჯდება და ხელს შეუწყობს ელექტრონული გადახდების როგორც მოხმარებას, ასევე გაზრდილ გამოყენებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system