თავში

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება

​მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება
მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება სახელმწიფოს მხრიდან და ეს იქნება ობიექტების გახსნის წინაპირობა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია და ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პლატფორმაზე და მოხდება მონიტორინგი თუ პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამათუიმ დაწესებულებაში და ამის საფუძველზე კვოტირება იქნება განსაზღვრული მათ მიმართ და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმებით ჩვენ განვახორციელებთ კონტროლს”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შემუშავდა პლატფორმა სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის, რათა ბაზრებისა და სავაჭრო მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა, ბაზრობები არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1 თებერვლიდან გაიხსნებიან, თუმცა მოლებსა და ბაზრობებს დასაქმებულების ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება.

შეგახსენებთ, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system