თავში

"მომავალი წელი ვაქცინაციის წელი იქნება"

"მომავალი წელი ვაქცინაციის წელი იქნება"
მომავალი წელი ვაქცინაციის წელი იქნება

"მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება," - ასე ფიქრობს ეკონომიკის მინისტრი და დაძენს, რომ ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

"ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე. შევარბილოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც პანდემიას ჩვენზე ჰქონდა და კიდევ ექნება. განსაზღვრულია, რომ ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, რაც 2020-2021-ში ჯამურად განხორციელდება, მილიარდ ოთხას მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1200- ლარიანი დახმარებების გაგრძელება, ვინც დროებით შემოსავლის გარეშე რჩება, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის კომუნიალური გადასახადების სუბსიდირება. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ჩვენი ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ პენსიის გაზრდა. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება აღარაა აქტუალური. მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული პროგრამები. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯები რჩება,"- ამბობს ნათია თურნავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system