თავში

მომავალი წლიდან კაკლის გადამუშავების მიმართულება გააქტიურდება

მომავალი წლიდან კაკლის გადამუშავების მიმართულება გააქტიურდება
მომავალი წლიდან კაკლის გადამუშავების მიმართულება გააქტიურდება

East fruit-ის ინფორმაციით, 2021 წლისთვის დაგეგმილია კაკლის გადამამუშვებელი საწარმოების ჩაშვება, რის შედეგადაც, საქართველოს სეზონზე 3000 ტონა კაკალის გადამუშავება შეეძლება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კაკლის ინტენსიური ბაღები შედარებით ახალია, რადგან ის მთავრობის 2014 წლის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა. საუბარია 2,808 ჰექტარ კაკლის ბაღებზე, რომლებიდანაც 2025 წელს ქვეყანამ 12,5 ათასი ტონა მოსავლი უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველომ 1.4 მლნ აშშ დოლარის კაკალი დააექსპორტა.

საქართველოში კაკლის ყველაზე დიდი ინტენსიური ბაღი „აგროვიას“ ეკუთვნის. მან 2015 წელს გურჯაანში 165 ჰექტარზე ჩინდლერის ჯიში გააშენა, დღეისთვის ბაღის ფართობმა უკვე 210 ჰექტარს მიაღწია, წელს კი, კომპანია კიდევ დამატებით 65 ჰექტარის ათვისებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system