თავში

მომავალი წლიდან ქართული ღვინო ხარისხის ახალ ეტაპზე გადავა

მომავალი წლიდან ქართული ღვინო ხარისხის ახალ ეტაპზე გადავა
მომავალი წლიდან ქართული ღვინო ხარისხის ახალ ეტაპზე გადავა

2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, მომავალი წლიდან ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლიდან წლამე ყურძნის მოსავლიანობა იზრდება, თუმცა, ნედლეულის ხარისხ სერიოზულ, დაუძლეველ  პრობლემად რჩება და მოსავლიანობის ზრდა, ხშირ შემთხვევაში, ხარისხის ხარჯზე ხდება. 

2021 წლიდან წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვის სამინისტრო სპეციალურ შეხვედრებს დაიწყებს.

როგორც BMG-ისთან გარემოს დაცვის ადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს დახმარება ყველა ფერმერმა სათანადოდ არ გამოიყენა და ზოგიერთმა ისეთი ნედლეული აწარმოა, რომელიც სხვა შემთხვევაში კონკურენტულ გარემოში არ გაიყიდებოდა. 

"ამას წერტილი უნდა დაესვას, რასაც მკაცრად და პირდაპირ ვამბობ. რასაც ახლა ვიტყვი შესაძლოა ბევრი მწარმოებლისთვის და ფერმერისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი არ იყოს. ჩვენი სამინისტრო იანვრიდან მევენახე-ფერმერებთან ინტენსიური კომუნიკაციას დაიწყებს, რათა აქცენტი ღვინის ხარისხზე გაკეთდეს. ის, რომ ჩვენ სექტორს ვეხმარებოდით,  ფერმერებთან იანვრიდან მუშაობას დავიწყებთ იმისათვის, რომ ის კეთილსინდისიერი ფერმერები, ვინც მაღალხარისხიან ყურძენს აწარმოებენ უხარისხო წარმოებისგან გაიმიჯნონ.” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. სახელმწიფომ რთველის მიმდინარეობის პროცესში მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოების მეშვეობით 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რაც მოსავლის ირიბ სუბსიდირებას წარმოადგენდა.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system