თავში

მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება

მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება
მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე კვირაში მომავალი წლის, 2021 წლის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს. ამას ითვალისწინებს რეგლამენტი, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტი პირველ ოქტომბრამდე წარედგინება.

დოკუმენტს საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ და დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება.

გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, დოკუმენტის განხილვა და გადამუშავება რამდენჯერმე ხდება, საბოლოოდ მისი დამტკიცება კი დეკემბრის მესამე პარასკევამდე, საშემოდგომო სესიის დახურვამდე უნდა მოხდეს.

ბიუჯეტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system