თავში

მომდევნო წელს 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია - კაკაურიძე

მომდევნო წელს 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია - კაკაურიძე
მომდევნო წელს 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია - კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფიქრობს, რომ მომდევნო წელს 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე დიდი გაურკვევლობისა, მიღწევადია,

მისი თქმით, გასულ წლებში, ქვეყანას ჰქონდა, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ასევე, საკმაოდ პოზიტიური იყო 2020 წლის დასაწყისი, თუმცა პანდემიამ გავლენა იქონია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

„პანდემიის გავლენა განსაკუთრებით შეეხო ისეთ სექტორებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდათ ეკონომიკაში - ეს იყო ტურიზმის სექტორი, რომელიც შეადგენდა ეკონომიკის, დაახლოებით, 10%-ს. პანდემიამ გავლენა იქონია ექსპორტზეც და შემცირდა მისი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გაგვიუარესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. გასულ წელს, ჩვენ გვქონდა 5,5%, რაც იყო ისტორიული მინიმუმი, თუმცა წელს ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება 9,7%-მდე“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system