თავში

მომგებიანია თუ არა "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება

მომგებიანია თუ არა "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება
მომგებიანია თუ არა ხრუშჩოვკების ჩანაცვლება

სამშენებლო სფეროს სპეციალისტები საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში, ე.წ., "ხრუშჩოვკების" საკითხს მწვავე პრობლემად მიიჩნევენ და ამგვარ ბინებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებენ. 

 საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას თუ მისი დასრულების შემდეგ გამოვლენილი ხარვეზები არახალია. სამშენებლო სფერო ექსპერტები უკვე წლებია ამ კუთხით, კერძოდ, სამუშაოების შემსრულებლის, პროექტის, ექსპერტიზის, შესრულებული სამუშაოს ჩამბარებლისა თუ სამუშაოებზე ზედამხედველობის არარსებობის პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტული დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი ფაქტობრივად, დღემდე არ დამდგარა.

როგორც ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე Report.ge-ს უცხადებს, აუცილებელია "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება, თუმცა ექსპერტი ეწვის ტავლით უყურებს იმას, რამდენად მოხერხდება მისი ჩანაცვლება ხარისხიანი და მედეგი ნაგებობებით. საკანდელიძე განმარტავს რომ სამსენებლო სფეროში ისეთი განუკითხაობაა, შესაძლებელია ერთი პრობლემის ნაცვლად მეორეს წინაშე აღმოვჩნდეთ.

"ერთია, რომ არ არსებობს ნება "ხრუშჩოვკების" პრობლემის მოგვარების, მეორეა, რამდენად აქვს ჩვენს სამშენებლო ინდუსტრიას იმის პოტენციალი, რომ ეს საკითხი ჯეროვნად მოაგვაროს.  უბედურება ის არის, რომ მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებელი პირი არც კია გამოკვეთილი. როგორც წესი, ყველა სამუშაო, იქნება ეს სამშენებლო, სარემონტო თუ სხვა, ტენდერზე გადის და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ამ გზით ირჩევა. თუმცა, ჩვენთან „სატენდერო მაფია“ მოქმედებს და სატენდერო თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ მას მიაქვს. შედეგად კი, მშენებლებს აღარ ჰყოფნით თანხა, რომ სამუშაოების ხარისხიანად შეასრულონ,“- აღნიშნა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, მერიამ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს, რის შემდეგაც სხვადასხვა ხარვეზებსა თუ დარღვევებზე პასუხისმგებელი თვითონ მერია იქნება.

მშენებლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს ექსპერტი სამშენებლო სამართალში უჩა ზაქაშვილიც.

„სამსენებლო ნებართვების გაცემა არასრული მოკვლევის საფუძველზე ხდება, ამიტომაც ეს სფერო ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას აწყდება. ხან აღმოჩნდება, რომ სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ხან მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ რომ აუცილებელი და საჭიროა, სახელმწიფომ ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება გაამკაცროს და გარკვეული სტანდარტები დააწესოს. რაც შეეხება ხრუშჩოვკებს, მათი თანამედროვე და მარალსტანდარტული კორპუსებით ჩანაცვლება ბევრ სიკეთეს მოგვცემს. ამით ტერიტორიები გამოთავისუფლდება უსახური ავტოფარეხებისგან, გამოიცვლება კომუნიკაციები, 20-დან 45%-მდე გაიზრდება გამწვანება, კვარტლები დაიყოფა საინვესტიციო პაკეტებად, რაც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ სრულიად ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია და ე.წ. „ხრუშოვკებში“ მცხოვრებლების ჩართულობით გაკეთდება შეთავაზებები ინვესტორებისთვის!“-აღნიშნა ზაქაშვილმა Report.ge-სთან საუბრისას. 

ცნობისთვის, ე, წ.,  "ხრუშ­ჩოვ­კა" ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1953-1964 წლებ­ში) პე­რი­ო­დის 3-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი პა­ნე­ლე­ბი­ა­ნი ან აგუ­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ბი­ნე­ბის კომ­პლექ­სე­ბია, რომლის პრო­ექ­ტიც მარ­თა­ლია არ­ქი­ტექ­ტორ ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კოს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ხალ­ხში მას დღემ­დე "ხრუშ­ჩოვ­კის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. პრო­ცე­სი ისე­თი სწრა­ფი და ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა (ხა­რისხს არა­ვინ ჩი­ო­და), რომ ამ ტი­პის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ი­წყეს, რაც თით­ქმის 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და. ამ ტი­პის სახ­ლში ჭერი 2, 5 მ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, შიდა კედ­ლებს ხმის ცუდი იზო­ლა­ცია ჰქონ­და. ამ სახ­ლებ­ში არ იყო ლიფ­ტი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" პირ­ვე­ლი სე­რია სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მის დრო­ე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა და 25 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ხოლო "მყა­რი" "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" სე­რია 50 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ დრო­უ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მათი რე­სურ­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა 150 წლამ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ად­რე­ულ პრო­ექ­ტებს კრა­მი­ტის ან ში­ფე­რის გა­და­ხურ­ვე­ბი ჰქონ­და. გვი­ან­დელ პრო­ექ­ტებ­ში სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი შე­უც­ვა­ლეს, რა­საც ზედ სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა ჰქონ­და მოყ­რი­ლი, სხვენს კი მცი­რე ზო­მის სა­ვენ­ტი­ლა­ციო ნახ­ვრე­ტე­ბი გა­უ­კეთ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ტი­პის სა­ცოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი მი­შე­ნე­ბა-მო­შე­ნა­ბა-და­შე­ნე­ბა და­ი­წყო. რი­თაც საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის "შე­დევ­რი" კი­დევ უფრო და­მა­ხინჯდა, რის მა­გა­ლი­თებ­საც ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე საკ­მა­რი­სად ვა­წყდე­ბით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system