თავში

მომგებიანია თუ არა მაყვლის წარმოება საქართველოში

მომგებიანია თუ არა მაყვლის წარმოება საქართველოში
მომგებიანია თუ არა მაყვლის წარმოება საქართველოში

საერთაშორისო კვლევითი ცენტრი "პი-ემ-სი" სოფლის მეურნეობის სექტორის დეტალურ ანალიზს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას აღიქვამს არა როგორც ბიზნესს, არამედ მისთვის ეს საქმიანობა ე.წ. საარსებო ეკონომიკის ფუნქციას ასრულებს.კვლევაში ქართველი ფერმერებისთვის რჩევებიცაა თავმოყრილი.

"პი-ემ-სის" ინფორმაციით, რეგიონებში მაყვლის წარმოებაში კახეთი ლიდერობს, თუმცა სრულად მსხმოიარე მაყვლის ბაღი ჯერ არ არსებობს.. რეგიონში არ არსებობს მაყვლისთვის საჭირო სამაცივრო მეურნეობა ნაყოფის ინდუსტრიულად გადასამუშავებლად. შესაბამისად, ჯერ არ არსებობს საქართველოდან ევროკავშირში მაყვლის ექსპორტის პრეცედენტიც. მეორე მხრივ, ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა დიდია როგორც ახალ, ასევე გაყინულ მაყვალზე. 

ერთი ჰექტარი უეკლო მაყვლის პლანტაციის გაშენებისა და მოვლის (მაღალი დონის სტანდარტების დაცვით) ხარჯები პუნქტობრივად ასე გამოიყურება:

პირველი წლის პლანტაციის გაშენების ხარჯი, დაახლოებით 32,500 ლარია;

ყოველწლიური მოვლის ხარჯი 15,000 ლარი;„

პირველი წლის ჯამური ხარჯი : 32,500 (გაშენების ხარჯი) + 10,000 (ყოველწლიური მოვლის ხარჯის ნაწილი,მანამ სანამ ნერგები პირველ მოსავალს მოგვცემს) = 42,500.

პლანტაციის გაშენების ძირითადი ხარჯების ტიპებია:

ნიადაგის დამუშავება: ხარჯი , ჯამში 1100 ლარი

ნერგების შეძენა და დარგვა, ჯამური საშუალო ხარჯი - 23,000 ლარი. ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3000 ნერგი ირგვება. ერთი ნერგის საშუალო ფასი 5 ლარია. შესაბამისად, ჰექტარზე ნერგების შეძენის ხარჯი დაახლოებით 15 000 ლარს შეადგენს.

ნერგების დარგვის ხარჯი, რომელშიც ორმოების მომზადება, მორწყვა და მულჩის(ნახერხის) შესყიდვა, მუშახელის ხელფასი შედის, დაახლოებით 8000 ლარს აღწევს.

ნერგების მოვლის ხარჯი, რომელიც ითვალისწინებს რიგთაშორის გათიბვას, სასუქებისა და პესტიციდების შეტანას, ჯამში წლიურად 1900 ლარს უტოლდება.

წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობად 5500 ლარი უნდა გაითვალისწონოთ. 

გაუთვალისწინებელი ხარჯები მაყვლის 1 ჰექტარი პლანტაციის გაშენებისას დაახლოებით 1000 ლარს ადგენს;

ყოველწლიური ხარჯი (გარდა პლანტაციის გაშენებისა) 15,000 ლარს აღწევს. ხარჯის ეს ნაწილი გულისხმობს მოსავლის აღების, გასხვლის, სარწყავი წყლის გადასახადის, პლანტაციის დაცვის, აგრონომის კონსულტაციის, ყუთების შეძენის და სხვა ყოველწლიურ ხარჯებს, რომლებიც ჯამში საშუალოდ 14,500 ლარია. ამას ემატება გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაახლოებით 500 ლარი.

ფინანსური მოგება პირველი ათი წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system