თავში

WhatsApp-ი ისრაელურ ფირმას მომხმარებლების თვალთვალის გამო სასამართლოში უჩივის

მომხმარებლების თვალთვალის გამო სასამართლოში უჩივის
WhatsApp-ი ისრაელურ ფირმას მომხმარებლების თვალთვალის გამო სასამართლოში უჩივის

კომპანია WhatsApp-ი, რომელიც Facebook-ს ეკუთვნის, ისრაელურ ფირმას NSO Group-ს სასამართლოში უჩივის და მესენჯერში მომხმარებლების თვალთვალში ადანაშაულებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას WhatsApp-ი ავრცელებს.

საჩივარში, რომელიც კალიფორნიის სასამართლოში შევიდა, წერია რომ 2019 წლის აპრილ-მაისში NSO Group-მა WhatsApp-ის სერვერები 1400 მობილურზე მავნე პროგრამის გასაგზავნად გამოიყენა. ძირითად ამ პროგრამებით დავირუსდა რამდენიმე ჟურნალისტის, ასევე ბაჰრეინში, მექსიკასა და არაბთა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ზოგიერთ უფლებადამცველთა მობილური ტელეფონები.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაშიფრული მესიჯების პროვაიდერი კერძო პირს სასამართლოში უჩივის, რომელმაც მომხმარებლებზე ამგვარი თავდასხმა განახორციელა. ჩვენ მოვითხოვთ NSO Group-ისთვის ჩვენი სერვერების გამოყენებაზე მუდმივ აკრძალვას", - წერია საჩივარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system