თავში

მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა
მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმროში „Le Meridian” ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხუთი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო სომელიეებმა განსხვავებულ კერძებთან ერთად დააგემოვნეს და შეაფასეს.

ღონისძიებას 95 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დარგის ექსპერტები, სომელიეები, პოტენციური იმპორტიორები და საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco” წარმომადგენლები.

დეგუსტაცია-სემინარი საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco“-სა და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN“ ორგანიზებით განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system