თავში

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ
მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ

ფინანსისტები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, უარყოფითად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით სებ-მა შეცდომა დაუშვა. ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ განაკვეთის ზრდა ეკონომიკურ აქტივობას შეასუსტებს. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, შემცირებასაც გარკვეული პრობლემა შეექმნა, რადგან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოყვებოდა, ამიტომ უფრო ლოგიკური იყო უცლელად დაეტოვებინათ, რაც არ გაკეთდა.

,,მაკროეკონომიკურად თუ შევაფასებთ, არსებული ეკონომიკური სიტუაცია პრაქტიკულად მძიმეა ქვეყანაში, რაც covid-19-მა გამოიწვია. გარკვეულწილად, მთავრობის პოლიტიკის გამოც, რადგან მიმაჩნია, რომ იგი გამოწვევებს მაინც და მაინც ვერ პასუხობს ადეკვატურად. ინფლაცას თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში მას აქვს ზრდის ტენდენცია -  მარტში წლიურმა ინფლაციაც 7,2%-შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არსებობს რისკი, რომ კიდევ გაიზრდება.  ეროვნული ბანკი უფრო ფრთხილად უნდა დააკვირდეს მოვლენების განვითარებას, ეკონომიკისთვის მიმდინარე პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა და თავისთავად ცხადია, საკრედიტო პორტფელი ბანკებს ვერ გაეზრდებათ, სწორედ ამიტომ სებ-ს თავი უნდა შეეკავებინა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისგან, რომ ამას გარკვეულწილად მოთხოვნის მცირე სტიმულირება მაინც მოეხდინა", - განმარტავს გოჩა თუთბერიძე report.ge-თან.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას იწუნებს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი შფასებით, საპროცენტო განაკვეთი სინამდვილეში ძალიან მაღალია და არ არის თანხვედრაში სახაზინო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ობლგაციების შემოსავლიანობასთან.

,,ეროვნული ბანკის დიდი შეცდომაა, რომ მან ვერ შექმნა ის ბანკთაშორისი კაპიტალის ბაზრის მოდელი, რომელიც მისცემდა საშუალებას როგორც საპროცენტო განაკვეთების, ისე ფულადი მასის ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობას. ეს არის დიდი მინუსი და პირდაპირ მიუთითებს სებ-ის შემადგენლობის დაბალკომპეტენციაზე. როცა რეფინანსირების სესხების განაკვეთებზე ვსაუბრობთ, ცხადია, უნდა იყოს თანხვედრაში საკრედიტო ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი სახელმწიფო ქაღალდების ბაზარზე საპროცენტო განაკვეთებთან, რაც რეალურად მოგვცემს დასკვნის გაკეთების საშუალებას", - ამბობს ხომიზურაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-ის განმარტებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system