თავში

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ იწონებენ

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ იწონებენ
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ იწონებენ

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია გიორგაძე ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს (სებ) მონეტარული განაკვეთი  მინიმუმამდე უნდა დაეყვანა. მისი მტკიცებით, სებ-ს უნდა გამოეყენებინა განვითარებული ქვეყნების მაგალითები და გაეზარდა ფულზე ხელმისაწდომობა.

„მონეტარულ განაკვეთზე მიბმულია გრძელვადიანი კრედიტები(იაფი და გრძელი ფულის ერთ ერთი ფაქტორი), რომელთა გარეშე ბიზნესისა და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია; ხოლო ეკონომიკის ზრდა და დასაქმება ის ფაქტორებია, რომელებიც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს“- ამბობს ვეფხია გიორგაძე და დასძენს, რომ დღეს ქვეყანაში საინვესტიციო ფულის დეფიციტია, რადგან ფული იმაზე ძვირია, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანაში უნდა იყოს და, გიორგაძის მტკიცებით, სწორედ მაღალი მონეტარული განაკვეთი არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. 

ეკონომიკის დოქტორი  ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ისედაც ძვირ ფულს უფრო გააძვირებს.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ის დიდი ნაკლი აქვს, რომ არ ხერხდება ეკონომიკის გრძელვადიანი და იაფფასიანი დაკრედიტება როდესაც ეს საჭიროა. ჩვენ რეგიონში ისედაც ერთ-ერთი ლიდერები ვართ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს ვიკავებთ“- ამბობს შენგელია.

გასულ კვირას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა, შედეგად, 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. . რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system